კალათბურთი

22:37 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ქალაქი არასდროს დაგივიწყებს" - იტალიაში კობის სახელი მოედანს ეწოდა

იტალიაში, ქალაქ რეჯიო ემილიაში კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივს მიაგებენ და მოედანი, რომელიც გუასკოს ქუჩას გადაჰყურებს მისი სახელობის იქნება. ამის შესახებ რეჯიო ემილიას მერიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომელიც ქალაქის მერმა ლუკა ვეკიმ დაადასტურა.

„ჩვენი ქალაქი მისთვის სახლი იყო და ეს ქალაქიც არასდროს დაივიწყებს მას. მშვიდად განისვენე“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვეკიმ.

შეგახსენებთ, რომ კობის მამა ჯო ბრაიანტი კარიერის მიწურულს „რეჯიო ემილიაში“ თამაშობდა, ხოლო პატარა კობი ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა და დიდი კალათბურთისკენ პირველი ნაბიჯებიც სწორედ იტალიაში გადადგა.

0.116124