ფეხბურთი

21:17 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფა ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს

„პარი სენ ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა კარიერას ესპანურ „ვალიადოლიდში“ გააგრძელებს. როგორც Mundo Depotivo წერს, 33 წლის ფრანგსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

ბენ არფა „ვალიადოლიდის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო მას შემდეგ, რაც „რენი“ დატოვა.

შეგახსენებთ, ბენ არფა თავის დროზე „ნიუკასლის“, პსჟ-ს, „ლიონის“, „მარსელის“, „ნიცასა“ და „ჰალის“ რიგებში თამაშობდა.

0.119455