ინგლისის ასოციაციის თასზე „ლივერპული“ ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარ „შრიუსბერს“ დაუზავდა (2:2) და ახლა მერვედფინალში გასასვლელად თებერვლის დასაწყისში საპასუხო მატჩის ჩატარება მოუწევს „ენფილდ როუდზე“.
იურგენ კლოპმა უკვე დააანონსა, რომ ამ შეხვედრაში „ლივერპული“ აკადემიის ბავშვებით ითამაშებს.
„მე ფეხბურთელებს დავპირდი, რომ ზამთრის შესვენებას ავიღებდით, შესაბამისად, საპასუხო მატჩში არ ითამაშებენ. მოედანზე აკადემიის ბიჭები გავლენ, რომელსაც ნილ კრიტჩლი უხელმძღვანელებს.
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოთამაშეთა კეთილდღეობას, დასვენება გვჭირდება, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. გადაწყვეტილება ადრე უნდა გავაცნოთ, რადგან ამ ბავშვებს ოჯახები ჰყავთ“, - თქვა კლოპმა.