ჩოგბურთი

13:44 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ მძიმე ბრძოლაში მედვედევი დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში ერთმანეთს დანილ მედვედევი და სტანისლას ვავრინკა შეხვდნენ. მატჩის აძაბული გამოდგა და შვეიცარიელს მოსაგებად ხუთი სეტი დასჭირდა, 6:2, 2:6, 4:6, 7:6, 6:2. მატჩი სამ საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მატჩში გადამწყვეტი მეოთხე სეტის ტაი-ბრეიკი იყო, რომელიც სტანისლასმა 7:2 მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე პარტიაში ვავრინკა 3:1 დაწინაურდა, თუმცა სტენის ჩაწოდებაზე რუსმა სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რაც დანილისთვის ამ მატჩში ბოლო შანსი იყო.

ვავრინკა მომდევნო ეტაპზე რუბლევი-ზვერევის გამარჯვებულს შეხდება.

0.117219