ესპანეთის სამეფო თასზე მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, განსაკუთრებით საინტერესოდ მადრიდის „რეალისა“ და „სარაგოსას“ წყვილი მოსჩანს.
მართალია, არაგონელები ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ირჯებიან, მაგრამ არც ისე დიდი ხნის ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო და „სარაგოსა“ „რეალისთვის“ მეტად უხერხული მეტოქეც გახლდათ. მაგალითისთვის, 2006 წელს სამეფო თასის ნახევარფინალში არაგონელებმა მადრიდული გრანდი ნახევარფინალში დიეგო მილიტოს პოკერის დახმარებით 6:1 გაანადგურეს. მართალია, სტუმრად შემდეგ 0:4 წააგეს, მაგრამ ფინალში მაინც გავიდნენ. მანამდე, 2004 წელს, "სარაგოსამ", რომელსაც დავიდ ვილა ლიდერობდა, "რეალი" ფინალში დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მოკლედ, წინ მეტად მონატრებული დუელი გველოდება.
კატალონიის „ბარსელონა“ მერვედფინალში „ლეგანესს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ხოლო „სამეფო კლუბი“ „ლა რომარედაზე“ ითამაშებს. ცნობისთვის, 1/16 ფინალში ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა, მადრიდის „ატლეტიკო“ მესამე დივიზიონის წევრ „ლეონესასთან“ დამარცხდა, რომელიც ამჯერად „ვალენსიასთან“ ეცდება პატარა სასწაულის მოხდენას.
წილისყრის შედეგები ასეთია:
„ბარდახოსი“ – „გრანადა“
„ლეონესა“ – „ვალენსია“
„ტენერიფე“ – „ბილბაო“
„სარაგოსა“ – „რეალი“
„მირანდესი“ – „სევილია“
„რაიო ვალეკანო“ – „ვილიარეალი“
„სოსიედადი“ – „ოსასუნა“
„ბარსელონა“ – „ლეგანესი“
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის თასის მერვედფინალური მატჩები 28, 29 და 30 იანვარს გაიმართება.