ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკა იოლად 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 6 შესაძლებლობიდან ხუთი ბრეიკად აქცია, იაპონელს სულ ერთი შანსი ჰქოდნა და ისიც ვერ გამოიყენა.
ნოვაკი მომდევნო ეტაპზე არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში სერბი სამხრეთ ამერიკელს 3:0-ს ამარცხებს.