საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე დამატებით ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
კახა ჩხეტიანის შეგირდები 6 თებერვალს სერბულ „რადნიკს“, ხოლო 12 თებერვალს უკრაინულ „ოლექსანდრიას გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“ თურქეთში შეკრებაზე უკვე ერთი კვირაა იმყოფება და რუმინულ „ვოლუნტარისთან“ ამხანაგური თამაშიც ჩაატარა.