სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:47 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლი" გაძლიერებას განაგრძობს

"რაიო ვალეკანოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ადრიან ემბარბა კარიერას "ესპანიოლში" გააგრძელებს. ბარსელონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და ადრიან კონრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაუფორმეს.

ემბარბა "ესპანიოლისთვის" ზამთარში უკვე მესამე შენაძენია. კლუბმა აქამდე "ბენფიკადან" რაულ დე ტომასი და "ხეტაფედან" ლეანდრო კაბრერი დაიმატეს. სამივე ტრანსფერში ესპანელებმა 39 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ემბარბას რაც შეეხება, ფეხბურთელი 27 წლისაა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 23 მატცში შვიდი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ესპანიოლის" მიზანი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში დარჩენაა, რადგან გუნდი 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და მე-17 ადგილზე მყოფ "მალიორკას" ოთხი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.069888