„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ მარკუს რაშფორდის ტრავმით შეშფოთებულნი არიან და სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებენ.
იქედან გამომდინარე, რომ რაშფორდი დაახლოებით ექვსი კვირა იუქმებს, მანჩესტერელები დროებით ეძებენ შემტევს, რომელსაც ხელში იაფად ჩაიგდებენ და პრემიერლიგასთან უკვე ადაპტირებულია.
ამ პროფილის ფეხბურთელებში კი, იდეალურად ჯდება ტევესი, რომელსაც „მანჩესტერში“ 2007-2009 წლებში უკვე უთამაშია და „ბოკადან“ მისი იჯარით გადაბირება დიდ სირთულესთან არ ასოცირდება.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელს თავის დროზე „მანიუს“ გარდა, „კორინთიანსის“, „ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვენტუსის“ რიგებში უთამაშია.