ფეხბურთი

2:18 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარნლიმ“ „ოლდ ტრაფორდზე“ 58 წლის შემდეგ პირველად მოიგო

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, „ლესტერმა“ ქომაგები გაახარა. მართალია, პირველი ტაიმის ბოლოს, მათ ლიდერი, ჯეიმი ვარდი დაკარგეს, მან კოჭლობით დატოვა მინდორი.

სხვა მხრივ კი „მელიებმა“ ლონდონელებს დიდი რბევა მოუწყვეს და 4:1 გაანადგურეს. დუბლით გამოირჩა აიზე პერესი, თითოც ჰარვი ბარნსმა და რიკარდო პერეირამ გაიტანეს.

ეს ბრედან როჯერსის გუნდის პირველი საშინაო გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში ახალი წლის შემდეგ. „მელიები“ მყარად დგანან მესამე აგილზე. „ვესტ ჰემი“ კი გასავარდნ ზონაშია.

„ტოტენჰემმა“ „ნორვიჩი“ ალისა და კორეელი სონის გოლებით 2:1 დაამარცხა და მე-6 ადგილამდე დაწინაურდა. ისე, რაც ჰარი კეინი გამოაკლდათ, „დეზებს“ ძალიან უჭირთ. ვერ დაალაგა გუნდი ჯერ-ჯერობით მოურინიუმ. ამჯერადაც, ბოლოადგილოსანთან არც ჟინი, არც კრეატივი, მოკლედ...

გვიან მატჩში „მანჩესტერი“ ისევ შერცხვა. სულშერის შეგირდებმა ზედიზედ მეორე თამაში წააგეს, მაგრამ თუ წინა ტურში მათი მეტოქე ლიდერი „ლივერპული“ იყო, ამჯერად „ოლდ ტრაფორდს“ არაფრით გამორჩეული „ბარნლი“ ეწვია. სტუმრებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყეს დე ხეას კარში და ორივეჯერ გაიტანეს. მასპინძლები კი ისევ წვალობდნენ, რაღაც ნახევარმომენტებს ქმნიდნენ, ბურთსაც ზედმეტად ათრევდნენ. გასაგებია, ტრავმირებული რაშფორდის არყოფნა მანჩესტერელებისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ „იუნაიტედის“ დონის გუნდი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ესეც ფაქტია.

„ბარნლიმ“ კი სტურად 1962 წლის შემდეგ პირველად მოუგო „მანჩესტერს“.

ინგლისი

პრემიერლიგა. 24-ე ტური. 22 იანვარი

ლესტერი - ვესტ ჰემი 4:1

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 31 963

1:0 ბარნსი (24), 2:0 პერეირა (45+5), 2:1 ნოუბლი (50 პენ), 3:1, 4:1 პერესი (81 პენ, 88)

ლესტერი: შმაიხელი, პერეირა, ევანსი, სეიუნჯუ, ჩილუელი, მენდი (ნდიდი 34), ტილემანსი, მედისონი, პერესი, ბარნსი (მორგანი 83), ვარდი (იჰეანაჩო 43)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ვესტ ჰემი: რენდოლფი, კრესუელი, საბალეტა, ოგბონა, დიოპი, მასუაკუ (ანტონიო 46), სნოდგრასი (ფორნალსი 46), ნოუბლი, ლანსინი, რაისი, ალი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: შმაიხელი (50); ოგბონა (80)

ტოტენჰემი - ნორვიჩი 2:1

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 58 182

1:0 ალი (38), 1:1 პუკი (70 პენ), 2:1 სონი (80)

ტოტენჰემი: ლორისი, ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი (ჟედსონი 75), სესენიონი, უინკსი (დაიერი 56), ლო ჩელსო, ალი, ლამელა (ერიკსენი 62), სონი, მოურა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ჰენლი, ციმერმანი, ბაირემი, ტეტი (ერნანდესი 82), მაკლინი (შტიპერმანი 90+3) რუპი (დრმიჩი 86), დუდა, კანტუელი, პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: კანტუელი (47)

მანჩესტერი - ბარნლი 0:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 198

0:1 ვუდი (39), 0:2 როდრიგესი (56)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ჯონსი, მაგუაირი, უილიამსი (შოუ 69), ფრედი, მატიჩი, პერეირა (გრინვუდი 46), ჯეიმსი (ლინგარდი 69), მატა, მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, კორკი, მაკნილი, ჰენდრიკი, ვესტვუდი, ვუდი, როდრიგესი

მწვრთნელი: შომ დაიჩი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ტეილორი (67), ვესტვუდი (68)

0.133219