ფეხბურთი

22:54 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე ჟოზესთან - "ტოტენჰემმა" კეინის შემცვლელს ესპანეთში მიაგნო

ლონდონის „ტოტენჰემი“ ახლოსაა სან სებასტიანის „სოსიედადის“ თავდამსხმელის, ვილიან ჟოზეს გადაბირებასთან. As-ის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და 28 წლის ბრაზილიელს უახლოეს საათებში ლონდონში ელოდებიან.

ჟოზე „ტოტენჰემში“ ჰარი კეინს შეცვლის, რომელიც მძიმედ დაშავდა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა. არაოფიციალური ინფორმაციით, „მამლები“ „სოსიედადს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, როგორც კონტრაქტის პუნქტში არის აღნიშნული.

ვილიან ჟოზე „სოსიედადში“ 2016 წლიდან თამაშობს და 121 შეხვედრაში 52 გოლი აქვს გატანილი. იქამდე ესპანეთში „რეალის“, „სარაგოსასა“ და „ლას პალმასის“ რიგებში უთამაშია, ხოლო სამშობლოში „ბარუერის“, „სან პაულუს“, „გრემიოსა“ და „სანტოსის“ ღირსებს იცავდა.

0.115564