პამპლონის „ოსასუნას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ანხელ ლუის ვისკაიმ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი გუნდი 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა ლა ლიგის ეგიდით.
კერძოდ, ყოფილი ჩინოვნიკი ამბობს, რომ „ოსასუნამ“ მესამე მხარის სტიმულირება მოახდინა. შედეგად, „ვალიადოლიდმა“ 150 ათასი ევრო მიიღო 2012-2013 წლების სეზონში „დეპორტივოსთან“ გამარჯვებისთვის, სევილიის „ბეტისს“ კი, იგივე თანხა მეორე კონკურენტის, „სელტას“ დამარცხებისთვის გადაეცა. გარდა ამისა, 400 ათასი ევრო მიიღო „ხეტაფემ“ თავად „ოსასუნასთან“ დამარცხების სანაცვლოდ. „ვალიადოლიდმა“, „ბეტისმა“ და „ოსასუნამ“ თავიანთი მატჩები 1:0 მოიგეს, რის შედეგადაც, „ოსასუნამ“ 39 ქულით ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ვისკაის განცხადებით, „ოსასუნას“ მენეჯრები სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა ტენდეცია არც შემდეგ სეზონში შეცვლილა. ჩემპიონატის მიწურულს „ბეტისს“ „ვალიადოლიდის“ დამარცხება სთხოვა, რისთვისაც ანდალუზიელებმა 400 ათასი ევრო მიიღეს და 4:3 გაიმარჯვეს. სეზონის ბოლო ტურში კი „ოსასუნამ“ სწორედ „ბეტისი“ დაუმსახურებლად 2:1 დაამარცხა და ამისთვის სევილიურ გუნდს 250 ათასი ევრო გადასცეს.
თავის მხრივ, „ოსასუნას“ ყოფილმა პრეზიდენტმა მიგელ არჩანკომ უარყო მისი გუნდის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა. თუმცა, იმავდროულად აღიარა, რომ სტიმულირებული პრემიების გაცემა მესამე მხარისთვის.