ფეხბურთი

17:48 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჯანოსთვის "ანორთოსისი" საუკეთესო ვარიანტია" - კვიპროსული გამოცემა ანანიძის შესახებ

ჯანო ანანიძე ფამაგუსტას „ანორთოსისს“ უახლოვდება. Goal.philenews-ის ინფორმაციით, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და წესით მხარეებმა ცნობა უახლოეს ხანში უნდა გააოფიციალურონ.

„ანანიძეს სურს ისეთი გუნდის პოვნა, რომელშიც მოახერხებს მისთვის საჭირო ნდობის მოპოვებას და სათამაშო პრაქტიკის მიღებას. ამის მოტივი ერთა ლიგისთვის ფორმაში ყოფნაა, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაში მოახერხოს. „ანორთოსისი“ კი, მისთვის საუკეთესო ნაბიჯია და თუ გარიგება დაიხურება, ის თავის თანამემამულეებს, ოქრიაშვილს, ლორიას, დაუშვილსა და კაჭარავას შეხვდება, რომლებიც კვიპროსზე შესანიშნავად თამაშობენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თემურ ქეცბაია, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში უკვე თამაშობდა“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ჯანოს აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ გუშინ დაადასტურა, რომ ჩვენებურს წინადადებების არამარტო რუსეთიდან, არამედ ევროპიდან აქვს და მისი მთავარი მიზანი სწორედ რუსეთს ფარგლებს მიღმა წასვლაა, რომ კარიერაში მეორე ეტაპი თავიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკთან“ 2021 წლის ზაფხულამდე არსებული კონტრაქტი გუშინ ოფიციალურად გაწყვიტა და არაოფიციალური ინფორმაციით, კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევრო მიიღო.

0.116334