ჩოგბურთი

12:42 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის იოლი გამარჯვება

ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალურ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა იაპონელი ტატსუმა იტო 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

ნოვაკმა 9-დან ხუთი ბრეიკი შეასრულა. სერბმა იაპონელს ერთი ბრეიკის განხორციელების შანსიც კი არ მისცა.

მომდევნო ეტაპზე ნოვაკის მეტოქე ისევ იაპონელი ჩოგბურთელი იქნება, რეიტინგის 71-ე ნომერი იოშიჰიტო ნიშიოკა. ურთიერთშეხვედრებში ბალკანელი იაპონელს 1:0-ს ამარცხებს.

0.114922