ფეხბურთი

2:33 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "იმედია პოგბასთან ერთად გოლებს ისევ ვიზეიმებ"

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა პოლ პოგბასთან კიდევ ერთხელ ერთად თამაშზე ოცნებობს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ფრანგთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და გაუხარდება თუ ისევ მისი თანაგუნდელი იქნება.

გარდა ამისა, დიბალამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ დატოვა გასულ ზაფხულს „ბებერი ქალბატონი“, გაიხსენა ჯენარო გატუზო, რომელიც „პალერმოში“ იყო მისი მწვრთნელი და თავისი აზრი VAR-ის შესახებაც დააფიქსირა.

„მე და პოლს კარგი ურთიერთობა გვაქვს, როდესაც ჩვენთან თამაობდა, ყოველთვის ვეძებდით გოლების აღნიშვნის ახალ გზას. ბევრ გოლს ვიტანდით და შესაბამისად, აღნიშვნის სტილიც ხშირად შეიცვალა. ვიმედოვნებთ, ერთ დღეს ისევ ერთად ვიზეიმებთ გოლებს.

ფეხბურთელი ყოველთვის ოცნებობს ისეთ გუნდში მოხვედრაზე, როგორიც „იუვენტუსია“. ოცნებაა, რომ ამ ფერებს წარმოადგენდე. ჩემი ოცნებაც ამ გუნდში მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაა.

გატუზო? არგენტინაში ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, „გიჟი, კარგი გაგებით“. როდესაც „პალერმოში“ მივედი, ის ძალიან დამეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დიდი ხანი არ უმუშავია. მასთან ბევრი ლამაზი მოგონება მაკავშირებს. შესაძლოა ვარჯიშებს დროს ძალიან ტკბილი არ ყოფილა, მაგრამ გატუზო ასეთია.

VAR? პირადად მე VAR-ის გარეშეც კარგად ვთამაშობდი. ვფიქრობ, მსაჯი თავისუფალი უნდა იყოს, თამაშს მარტო უნდა მართავდეს. მოედანზე უამრავი ფაქტორი არსებობს, რომლებიც გავლენას ახდენენ თამაშზე და გარიდან ამას ვერ ვხედავთ“, - თქვა დიბალამ Otro-სთან საუბარში.

0.114283