ფეხბურთი

0:01 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

აი, ამბავი: “დორტმუნდი” მეცამეტე ადგილზე

შვიდ ტურში შვიდი – ოღონდ, არა მოგება, არამედ ქულა. “დორტმუნდისთვის” მართლაც სამარცხვინოა ასეთი შედეგი. მართალია, იურგენ კლოპის გუნდს ბევრი წამყვანი ფეხბურთლი აკლია, მაგრამ აუტსაიდერთან შინ წაგება უკვე მეტისმეტია. თან ისეთ აუტსაიდერთან, რომელსაც გასულ ექვს თამაშში მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდა გატანილი. მოკლედ, დორტმუნდელთათვის “ჰამბურგთან” მარცხი სეზონში მეოთხე გამოდგა.

ერთადერთი გოლი ლასოგამ გაიტანა, თუმცა გაცილებით დიდი წვლილი დაიდო ნიკო მიულერმა, რომელმაც გარღვევის შემდეგ, ცარიელ კართან მისცა პასი თანაგუნდელს. ლასოგასაც მშვიდად დარტყმაღა დარჩენოდა.

“ჰამბურგმა” კი ამ გამარჯვებით ბოლოდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ფსკერზე “ვერდერი” დატოვა. ბრემენელებმა შინ ვერაფერი მოუხერხეს “ფრაიბურგს” და ფრეს დასჯერდნენ.

“დორტმუნდი” მე-13 ადგილზეა და აშკარად ჩანს, რომ გათვლას უფრო ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს. აბა, ბუნდსლიგაში ჩემპიონობას ვეღარ შესწვდებიან და ოთხეულში რომ შევლენ, ეტყობა, კლოპს ეჭვი არ ეპარება. ისე, თამაშს თუ არ გამოასწორებენ, შესაძლოა, ოთხეულიც გარეთ დარჩეთ.

“ბაიერნმა” საწყის 13 წუთში გადაუწურა იმედი “ჰანოვერს”, რადგან უკვე 2:0-ს უგებდა. შემდეგ კიდევ ორი მიამატა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. გაილაღეს არიენ რობენმა და რობერტ ლევანოვსკიმ, რომლებმაც ორ-ორი გოლი მიითვალეს. რა ბედნიერია იმ გუნდის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია, სათადარიგოთა სკამზე დასვას მარიო გიოტცე და თომას მიულერი და ამით არაფერიც არ დაუშავდეს...

“შალკე” ძალიან არასტაბილურია. წინა ტურში რურის დერბი მოიგო, თუმცა ამჯერად “ჰოფენჰაიმთან” გასვლაზე წააგო (1:2) და მე-11 პოზიციაზეა.

კვლავ მოიგო “აინტრახტმა”: 3:2 სძლია “კიოლნს”, რომელმაც კარგად დაიწყო სეზონი და ოთხ ტურში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. “აინტრახტიდან” დუბლი მიითვალა ალექსანდრე მაიერმა, რაც შეეხება წინა შეხვედრაში ფრანკფურტელთა გმირს ლუკას პიაზონს, სკამზე იჯდა და თომას შააფმა თამაში არ აღირსა.


ბაიერნი-ჰანოვერი 4:0 (3:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, დანტე, ბენატია, ბერნატი, ალაბა, ალონსო (გაუდინიო 83), ლამი (როდე 75), შაკირი (პისარო 60), რობენი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ჰანოვერი: ცილერი, საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი (პანდერი 46), კიოტაკე (შლაუდრაფი 72), გულსელამი, ფელიპე, შმიდებახი, სობეხი, ხოსელუ (ბიტენკური 46)

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 2:0 რობენი (13), 3:0 ლევანდოვსკი (38), 4:0 რობენი (80)

მსაჯი: შიბერტი


ლევერკუზენი – პადერბორნი 2:2 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი (რობი კრუზე 83), ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი (ოზთუნალი 63), ჩალჰანოღლუ (დრმიჩი 66), რაინარტცი, ჰიონგ-მინი, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

პადერბორნი: ლუკაშ კრუზე, ჰანემაიერი, შტროდიკი, ციგლერი, ბაკალორცი, ბრიუკნერი, კოჩი (კუჩკე 79), რუპი, შტოპელკამპი, ვემერი (ჰაინლოთი 11), კაჩუნგა (ვრანჩიჩი 75)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 0:1 კოჩი (20), 1:1 ბენდერი (42), 1:2 შტოპელკამპი (87), 2:2 ბელარაბი (90+3)

გაფრთხილება: ჰანემაიერი (6), იედვაი (24), ბენდერი (44), ჰიოგ-მინი (54), ბრუიუკნერი (80), რუპი (90+2)

გაძევება: ბაკალორცი (72, პადერბორნი)

მსაჯი: პერლი


დორტმუნდი-ჰამბურგი 0:1 (0:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, დურმი (პიშჩეკი 68), პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, გროსკროიცი (იმმობილე 77), შმელცერი, სვენ ბენდერი (იოჟიჩი 46), კელი, კაგავა, ობამეიანგი, რამოსი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი (შტიბერი 66), ჯურუ, იანსენი, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, არსლანი, ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი (რუდნევსი 88), ლასოგა (ჟირაჩეკი 83)

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

გოლი: 0:1 ლასოგა (35)

გაფრთხილება: ჰოლტბი (15), პაპასტატოპულოსი (20), მიულერი (50), დრობნი (61), იოჟიჩი (62), ოსტრჟოლეკი (66)

მსაჯი: ცვაიერი


ჰოფენჰაიმი-შალკე 2:1 (2:0)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე, პოლანსკი, რუდი, შვეგლერი, შტრობლი, ელიონუსი (ციუბერი 83), ფოლანდი, ფირმინო (ვესტერგაარდი 89), შალაი (შიპლოკი 64)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

შალკე: ფერმანი, აოგო, ფუხსი, მატიპი, უჩიდა, ჰიოგრი (ბარნეტა 46), ნოიშტადტერი (მარვინ ფრიდრიხი 46), დრაქსლერი, მაქს მაიერი, ჩუპო-მოტინგი (ობასი 73), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლები: 1:0 ელიონუსი (13), 2:0 შალაი (29), 2:1 ჰუნტელაარი (83)

გაფრთხილება: შალაი (33), ელიონუსი (43), ჰუნტელაარი (55), აოგო (69), მატიპი (70, 75), ფუხსი (73), შიპლოკი (88)

გაძევება: მატიპი (75)

მსაჯი: მაიერი


ვერდერი-ფრაიბურგი 1:1 (1:1)

ვერდერი: ვოლფი, ბუსხი, გალვესი (ფელიქს კროოსი 77), გარსია, ლუკიმია, პრიოდლი, ბერტელსი, იუნუზოვიჩი, მაკიადი, დი სანტო, ელია (ზელკე 72)

მწვრთნელი: რობინ დუტი

ფრაიბურგი: ბურკი, გიუნტერი, კემპფი (სტეფან მიტროვიჩი 46), ზორგი, ტორეხონი, დარიდა, ფილიპი, ფრანტცი (კლაუსი 66), შმიდი, შუსტერი, მეჰმედი (გუიდე 81)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 0:1 დარიდა (8 პენ), 1:1 დი სანტო (31)

გაფრთხილება: დარიდა (70)

მსაჯი: კირხერი


აინტრახტი-კიოლნი 3:2 (1:1)

აინტრახტი: ვიდვალდი, ანდერსონი, იგნიოვსკი, ოცზიპკა, რუში, სამბრანო, ჰასებე, ინუი, მედოევიჩი (ჩანდლერი 88), ალექსანდრ მაიერი (მადლუნგი 90+2), სეფეროვიჩი (აიგნერი 85)

მწვრთნელი: თომას შააფი

კიოლნი: ჰორნი, ექტორი, მარო, ოლკოვსკი, ვიმერი, ჰალფარი (პეშკო 60), ლემანი, რისე, ვიოგტი, ოსაკო (უჯა 72), ცოლერი (ნაგასავა 80)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 0:1 რისე (15), 1:1, 2:1 მაიერი (44, 54), 2:2 ექტორი (65), 3:2 ვიმერი (79 ავტოგოლი)

გაფრთხილება: სეფეროვიჩი (55), ვიოგტი (61)

მსაჯი: შტარკი


ილია კახელიშვილი

0.154393