ფეხბურთი

20:57 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სეტუბალის" პრეზიდენტი: "ამ ეტაპზე მაკარიძის ტრანსფერი გამორიცხულია"

საქართველოს ნაკრებისა და სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძე შესანიშნავ სეზონს ატარებს და პორტუგალიური მედია მისი ტრანსფერის შესახებ ბოლო ხანს ხშირად წერდა.

სეტუბალელებს ახალი პრეზიდენტი ჰყავთ პაულო გომესის სახით, რომელმაც ადგილობრივ მედიასთან საუბარში ქართველი მეკარის მიმდინარე ზამთარს გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

„მაკარიძეს და არტურ ჟორჟეს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ გავყიდით“, - თქვა გომესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგის „ბენფიკასა“ და „სპორტინგს“ უკავშირებდნენ. ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში 16 თამაში ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.113687