კალათბურთი

11:48 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის "ინდიანამ" "დენვერს" მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანამ" გასვლაზე "დენვერი" 115:107 დაამარცხა. გოგამ პარკეტზე ექვსი წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ბითაძემ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 41:26 მოიგეს. ნიკოლა იოკიჩმა 30 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. უორენმა 22 ქულა ჩააგდო, საბონისს 22 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი ჰქნდა. "ინდიანა" 28 მოგებით და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

"სან ანტონიო" - "მაიამი" 107:102 (28:31, 32:23, 26:30, 21:18)
https://www.youtube.com/watch?v=yDSm7b8OW5Q

"დენვერი" - "ინდიანა" 107:115 (21:15, 29:29, 31:30, 26:41)
https://www.youtube.com/watch?v=6Mh_wZfRgWs

0.116877