პრემიერლიგა

23:43 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ ისევ წაიფორხილა

ლონდონური კლუბი მანჩესტერელებისთვის ბოლო დროს ძლიან უხერხულ მეტოქედ იქცა. გასულ სეზონში „კრისტალ პალასმა“ „ეტიჰადზე“ 3:2 მოუგო „სიტის.“ ამჯერად ამდენი გოლი არ გასულა, მაგრამ თამაში ისევ გიჟური გამოდგა. ნაცნობი სიუჟეტი იყო. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ ბურთს და მეტოქის მასიურ დაცვაში ნაპრალების პოვნას ცდილობდნენ. „კრისტალ პალასი“ კი ოსტატურად იცავდა თავს და დროდადრო მწარედ იკბინებოდა.

„ქალაქელებს“ პირველ ნახევარში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ. ჯერ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმიდან მოარტყა ხარიხას ბურთი. მერე ვიდეოარბიტრმა პენალტი გაუუქმა. რამდენჯერმე სტუმართა მეკარე გუაიტამაც იყოჩაღა. მაგრამ ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს, დებიუტანტმა ტოსუნმა გაიტანა.

მასპინლები ცდილობდნენ და მხოლოდ ბოლო წუთებში მოახერხეს ნავსის გატეხვა, ხუთწუთიან მონაკვეთში აგუერომ დუბლი მიითვალა, ჯამში 179 გოლი მოუგროვდა და პრემიერლიგის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზე დადგა. მასზე წინ მხოლოდ შირერი (260 გოლი), რუნი (208) და ენდი კოული (187) არიან.

წუთებიღა რჩებოდა და თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მთავრდებოდა, მაგრამ ბოლო წუთზე ფერნანდინიომ საკუთარ კარში შეაგდო და თამაში ფრედ დამთავრდა.

„სიტიმ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და პეპ გვარდიოლას დაბადების დღე გაუუფერულა. ახლა „ქალაქელები“ ლიდერ „ლივერპულს“ 13 ქულით ჩამორჩებიან და ორი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

სენსაციურად დამთავრდა შაბათის გვიანი შეხვედრა. მართლაც საცოდაობა იყო მატჩის შემდეგ ფრენკ ლამპარდისა და მისი შეგირდების ცქერა. ისინი განუწყვეტლივ უტევდნენ, მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ ვერაფრით გაიტანეს. ბოლო წამებზე კი მასპინძელმა ისააკ ჰეიდენმა შეაგდო და ქომაგები ხომ გადარია და ჩვეულებრივ დაღვრემილი დამრიგებელი, სტივ ბრიუსიც გააღიმა.

ალბათ „არისტოკრატთა“ საწვრთნელ ბაზაზე სერიოზული და საფუძვლიანი საუბარი გაიმართება მომხდარის გამო.

როგორც იტყვიან, ლონდონელებს საფეხბურთო ღმერთი გაუწყრა, ამდენი გამოუყენებელი მომენტების გამო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 23-ე ტური. 18 იანვარი

ნიუკასლი - ჩელსი 1:0

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმსიზ პარკი.“

1:0 ჰეიდენი (90+4)

ნიუკასლი: დუბრავკა, კლარკი, ლასელსი, ფერნანდესი, კრაფტი (შონ ლონგსტაფი 71), ვილემსი (რიჩი 12), ჰეიდენი, სენ-მაქსიმენი, შელვი (მეტი ლონგსტაფი 85), ალმირონი, ჟოელინტონი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ჩელსი: კეპა, ჯეიმსი (ემერსონი 75), რიუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, კანტე, ჟორჟინიო, მაუნტი (ბარკლი 68), ვილიანი, ჰადსონ-ოდოი, აბრაჰამი (ბატშუაი 80)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ჰეიდენი (55); ემერსონი (84)

სიტი - კრისტალ პალასი 2:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 439

0:1 ტოსუნი (39), 1:1, 2:1 აგუერო (82, 87), 2:2 ფერნანდინიო (90 საკ. კარში)

სიტი: ედერსონი, კანსელუ, სტოუნზი, ფერნანდინიო, მენდი, გიოუნდოგანი, დავიდ სილვა (ჟეზუსი 62), დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 73), სტერლინგი (როდრი 90+2), აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

კრისტალ პალასი: გუაიტა, კელი, ტომკინსი, კეჰილი, რიდევალდი (უორდი 90), მაკარტური, მაკარტი, კუიატე, ზაჰა, აიუ, ტოსუნი (უიკემი 81)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: მენდი (58); მაკარტი (13), აიუ (26)

უოტფორდი - ტოტენჰემი 0:0

არსენალი - შეფილდი 1:1

1:0 მარტინელი (45), 1:1 ფლეკი (83)

ბრაიტონი - ასტონ ვილა 1:1

1:0 ტროსარი (38), 1:1 გრილიში (75)

ვესტ ჰემი - ევერტონი 1:1

1:0 დიოპი (40), 1:1 კალვერტ-ლიუინი (44)

ნორვიჩი - ბორნმუთი 1:0

1:0 პუკი (33 პენ)

გაძევება: გოდფრი (75 ნორვიჩი); კუკი (31 ბორნმუთი)

საუთჰემპტონი - ვულვერჰემპტონი 2:3

1:0 ბედნარეკი (15), 2:0 ლონგი (35), 2:1 ნეტუ (53), 2:2, 2:3 ხიმენესი (65 პენ, 76)

0.129882