სხვა

20:53 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება და უპრეცედენტო გადაწყვეტილება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები, ფედერაციები და მწვრთნელები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი საქართველოსთვის უნიკალური გამოდგა, რადგან ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა.

სწორედ ამიტომ, სამინისტრომაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო არა ერთ კონკრეტულ სპორტსმენს, არამედ ექვსივე მსოფლიო ჩემპიონს გადასცა!

საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - წყალბურთის ეროვნული ნაკრები

ნომინირებული ნაკრებები: ხელბურთის, წყალბურთის, ფეხბურთის ნაკრებები

საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)

ნომინირებული სპორტსმენები: რევაზ დავითაძე (ძალოსნობა), გიორგი შოთაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა ბექაური (ძიუდო)

საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარა

საუკეთესო სპორსტმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

ნომინირებული სპორსტმენები: ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), ზურაბ თავბერიძე (მკლავჭიდი), მიხეილ წიკლაური (კონტაქტური კარატე)

საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ტანვარჯიში)

ნიკოლოზ ამაშუკელი (რაგბი), რუსუდან ხოფერია (ტანვარჯიში) ირაკლი კიკალიშვილი (წყალბურთი)

სპეციალური პრიზი ინდივიდუალურ სახეობებში, საუკეთესო ნაკრები - ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები

საუკეთესო ფედერაცია - ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ნომინირებული ფედერაციები: ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ნომინირებული სპორტსმენები: ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), ლუბა გოლოლივინი (ბატუტზე ხტომა)

საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

ნომინირებულნი იყვნენ: ზურაბ კაკაბაძე (ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), დავით წიკლაური (კრივის ფედერაციის პრეზიდენტი), კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

საუკეთესო ლეგიონერი - გიორგი შერმადინი (კალათბურთი)

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

ნომინირებული მწვრთნელები: გიორგი ასანიძე (ძალოსნობა), გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), ჯონდო მუზაშვილი (სამბო)

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე (ძიუდო)

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა)

წლის აღმოჩენა - მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

ნომინირებული სპორტსმენები: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

0.119549