გერმანელმა მცველმა ბასტიან ოშიპკამ "შალკესთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ოშიპკა "შალკემ" 2017 წელს "აინტრახტიდან" 4.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ბასტიანმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და თავი ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.