საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთის ქალაქ ლარაში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
„დინამოს“ მეტოქე რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი „ვოლუნტარი“ იყო, რომელმაც თბილისური გუნდის ძლევა მოახერხა - 3:1. „დინამოს“ რიგებში ერთადერთი გოლი დავით კობოურმა გაიტანა, ხოლო მეტოქის მხრიდან თავი გორობსოვმა, ტატამ და ოლივეირამ გაიტანეს.
„დინამო“ თურქეთში მომდევნო სპარინგს 22 იანვარს, პოლონურ „ბოტევთან“ ჩაატარებს.