მექსიკური „ატლეტიკო სან ლუისის“ ნახევარმცველი ხერმან ბერტერამე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩში „ატლეტიკო“ „კრუს ასულს“ ხვდებოდა და 27-ე წუთზე მოედანზე ძაღლი გამოჩნდა.
ბერტერამემ თამაში შეწყვიტა, ძაღლი ხელში აიყვანა და მოედნის დატოვებაში თბილი ჟესტით დაეხმარა.
არგენტინელს სიკეთე დაუფასდა და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა.