სამხრეთკორეული საბურავების კომპანია Hankook Tire-ი მადრიდის "რეალის" სპონსორი 2022/23 წლების სეზონის დასრულებამდე იქნება. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება, მხარეებმა კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივეს. აზიური კომპანია "სამეფო კლუბს" 2016 წლიდან აფინანსებს.
2016 წლიდან მოყოლებული მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი ერთხელ მიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა. "ბლანკოსმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო, ხოლო უეფას სუპერთასის გამარჯვებული ორჯერ გახდა.