ბელგიის პროქსიმუს ლიგის 22-ე ტურში ბექა ვაჩიბერაძის „ლომელმა“ გიორგი ბერიძის „ლოკერენს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი ვაჩიბერაძემ გაიტანა, რომელმაც მესამე წუთზე დალაშქრა სტუმართა კარი. მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი თამაში იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა.
ვაჩიბერაძემ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და მოედანზე 77-ე წუთამდე იყო. რაც შეეხება ბერიძეს, მან შეუცვლელად ითამაშა.
„ლომელს“ 24 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, „ლოკერენი“ კი 18 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.