გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
„მილოუკი ბაქსმა“ შინ „ბოსტონი“ 128:123 დაამარცხა. ვისკონსინელებმა პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად 21 ქულით მოიგეს და მეოთხე პერიოდი „ბოსტონს“ დასაქაჩად აღარ ეყო. კემბა უოლკერმა 40 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. იანის ადეტოკუმპოს 32 ქულა 17 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. „მილოუკი“ 37 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„კლიპერსმა“ საკუთარ დარბაზში „ორლანდო“ 122:95 გაანადგურა. ლოს ანჯელესელები მატჩის სტარტზევ დაწინაურდნენ და „ორლანდო“ შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყო. კავაი ლეონარდმა 32 ქულა ჩააგდო. ვუჩევიჩს 22 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა. „კლიპერსი“ 29 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
„ნიუ იორკი“ – „ფინიქსი“ 98:121 (32:25, 20:33, 27:32, 19:31)
https://www.youtube.com/watch?v=tDmrffMx7_Q
„მილოუკი“ – „ბოსტონი“ 128:123 (36:20, 40:38, 30:29, 22:36)
https://www.youtube.com/watch?v=_H-lyv1Yvd8
„ნიუ ორლეანი“ – „იუტა“ 138:132 (25:28, 31:21, 31:42, 35:31, ო.ტ. 16:10)
https://www.youtube.com/watch?v=TaUr3Bh3NcI
„გოლდენ სტეიტი“ – „დენვერი“ 131:134 (34:19, 28:26, 23:28, 28:40 ო.ტ. 18:21)
https://www.youtube.com/watch?v=yR8tcFCrDBE
„კლიპერსი“ – „ორლანდო“ 122:95 (34:26, 33:22, 24:28, 31:19)
https://www.youtube.com/watch?v=Z22Wt0slLIQ