კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "სამპდორიას" მცველი ჯეისონ მურილიო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სელტაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე, ვიგოელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.
ჯეისონი "დეპორტივო კალის" აკადემიის აღზრდილია და "ინტერში" გადასვლამდე მურილიო "გრანადაში", "კადისსა" და "ლას პალმასში" თამაშობდა. ამის შემდეგ იტალიელებმა "სამხრეთამერიკელი "ვალენსიაში" გაყიდა, ხოლო "ღამურებმა" ჯერ "ბარსელონაში", შემდეგ კი "სამპდორიაში" გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში გენუელების მაისურით მურილიომ 12 მატჩი ჩაატარა.