ფეხბურთი

15:45 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენმა ვიდალი დაბლოკა

კატალონიის „ბარსელონაში“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ არტურო ვიდალის მომავალიც შეცვალა. ჩილელი ძალიან ახლოს მილანის „ინტერში“ გადასვლასთან, სანამ „ბლაუგრანას“ ერნესტო ვალვერდე ავარჯიშებდა.

თუმცა, კიკე სეტიენი ვიდალზე იმედს ამყარებს და მისი გაყიდვის წინააღმდეგია. Mundo Deportivo-ს ცნობით, 61 წლის სპეციალისტმა არტუროს გუნდიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა და მინიმუმ ზაფხულამდე სამხრეთ ამერიკელი ისევ კატალონიაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვიდალს ერნესტო ვალვერდე მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებდა, რის გამოც იტალიაში დაბრუნება და მილანის „ინტერში“ გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

0.114723