ფეხბურთი

22:37 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა ბრძოლაში იმარჯვეს

პრემიერლიგის მე-7 ტურის პირველი დღე იმით გამოირჩა, რომ სამმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა “ლივერპულმა”, რომელმაც “ვესტ პრომვიჩს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლალანამ დააწინაურა. მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ბერაჰიმომ შეასრულა ზუსტად. “წითლებს” გამარჯვება ჯორდან ჰენდერსონმა მოუპოვა, რომელმაც 61-ე წუთზე გაიტანა 3 ქულის მომტანი გოლი – 2:1.

დიდხანს უძალიანდებოდა “ასტონ ვილა” “მანჩესტერ სიტის”, მაგრამ კლასმა მაინც თავისი ქნა და შეხვედრის ბოლო 10 წუთში “ქალაქელებმა” მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ანგარიში 82-ე წუთზე იაია ტურემ გახსნა, ხოლო 88-ე წუთზე აგუერომ საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა - 0:2.

პირველი გამარჯვება იზეიმა “სანდერლენდმა”. გუსტავო პოიეტის გუნდმა “სტოკი” 3:1 დაამარცხა შინ. სამი ქულა აიღო “ჰალ სიტიმაც”, რომელმაც იელავიჩისა და დიამეს გოლებით იმარჯვა.

“სუონსი” – “ნიუკასლისა” და “ლესტერი” – “ბარნლის” შეხვედრები, ერთნაირი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ჰალი – კრისტალ პალასი 2:0 (0:0)

ჰალი, “კინგსტომ სთედიუმი”

ჰალი (3-4-1-2): ჰარპერი, დევისი, ჩესტერი, დოუსონი, დიამე, ჰადლსტოუნი, ელმოჰამედი (ბრიუსი 92), რობერტსონი (როსენიორი 81), ლივერმორი, ერნანდესი (რამირესი 76), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დანი (მარიაპა 12), დელანი, იარდი, კელი, მაკარტური (გაილი 70), იედინაკი, ლედლი, ბოლასი, კემპბელი (შამახი 64), პანჩონი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

გოლები: 1:0 დიამე (60), 2:0 იელავიჩი (89).
გაფრთხილებები: ლივერმორი – კემპბელი, მარიაპა
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 15(2)-11(2), ჯარიმა: 6-14, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-0

ლესტერი – ბარნლი 2:2 (2:1)

ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2):
შმეიხელი, მური, მორგანი, კონჩესკი, დე ლაეტი, ჰემონდი (ჯეიმსი 78), მეჰრეზი (კნოკერტი 72), დრინკვოთერი, შლუპი, ვარდი, ულოა (ნუჯენტი 63).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ბარნლი (4-4-1-1):
ჰიტონი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი (კინი 86), მი, იარდი, არფილდი, ბოიდი (სორდელი 67), კიგტლი (ვოლასი 79), ბერნსი, იუტკევიჩი.
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 შლუპი (33), 1:1 კიგტლი (39), 2:1 მაჰრეზი (40), 2:2 ვოლასი (94).
გაფრთხილებები: შლუპი, ნუჯენტი – იარდი, არფილდი
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 14(6)-9(4), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-4

ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (1:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, მანკილიო (ჯონსონი 64), შკრტელი, ლოვრენი, მორენო, ჯერარდი, კოუტინიო (ლუკასი 75), ლალანა, ჰენდერსონი, სტერლინგი, ლამბერტი (ბალოტელი 64).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ლესკოტი, დოუსონი, გამბოა, პოცოგნოლი, მორისონი (ბლანკო 81), გარდნერი, დორანსი (მულუმბუ 71), ბრანტი (სამარასი 87), სესენიონი, ბერაჰიმო.
მწვრთნელი: ალან ირვინი

გოლები: 1:0 ლალანა (45), 1:1 ბერაჰიმო (56 პენ.), 2:1 ჰენდერსონი (61).
გაფრთხილებები: შკრტელი, ჯერარდი – დოუსონი, ლესკოტი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 20(7)-8(4), ჯარიმა: 12-15, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-5

სანდერლენდი – სტოკი 3:1 (2:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ოში, ვერჯინი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ვიკჰემი, გომესი (ბრიდკუტი 71), ლარსონი (როდუელი 71), ბაკლი (ჯონსონი 60), ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, მუნიესა, ველანი (კრკიჩი 70), ნ’ზონზი, ადამი, არნაუტოვიჩი, მოზესი (ასაიდი 18), კრაუჩი (უოლტერსი 78).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ვიკჰემი (4), 1:1 ადამი (15), 2:1;3:1 ფლეტჩერი (23;79).
გაფრთხილებები: ჯონსი, ვან აანჰოლტი, ფლეტჩერი - ასაიდი, მუნიესა, ბერდსლი, კრკიჩი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8(3)-11(5), ჯარიმა: 10-17, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-0

სუონსი – ნიუკასლი 2:2 (1:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რიჩარდსი, ტეილორი, კი, შელვი, დაიერი (გომისი), სიგურდსონი (ემნსი 86), რუტლიჯი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ნიუკასლი (4-4-1-1): კრული, უილიამსონი, კოლოჩინი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი (რივიერი 69), გუფრანი (ამეობი 58), ტიოტე, ობერტანი, სისოკო, სისე (პერესი 85).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები:
1:0 ბონი (17), 1:1 სისე (43), 2:1 რუტლიჯი (50), 2:2 სისე (75).
გაფრთხილებები: შელვი – კოლოჩინი, ჯანმაატი, დუმეტი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 11(5)-9(4), ჯარიმა: 11-15, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-3

ასტონ ვილა – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:0)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ბეიკერი, სენდეროსი, სისოკო, ჰატონი, კლევერლი, ვესტვუდი, დელფი, რიჩარდსონი (გრელიში 71), ნ’ზოგბია (ბაკუნა 71), ვაიმანი (ბენტეკე 61).
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდინიო (ლამპარდი 56), ტურე, მილნერი, სილვა, ჯეკო (ფერნანდო 65), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ტურე (82), 0:2 აგუერო (88)
გაფრთხილებები: კოლაროვი
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 32%-68%, დარტყმა: 6(1)-27(7), ჯარიმა: 4-6, კუთხური: 0-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-1

ბომბარდირები: კოშტა (“ჩელსი”) – 8. ულოა (“ლესტერი”), ბერაჰიმო (“ვესტ ბრომვიჩი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 5.

0.147131