ფეხბურთი

0:58 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ნიჭიერი მცველი "შალკეში" გაანათხოვრა

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟან-კლერ ტოდიბო გელზენკირხენის „შალკეში“ გადავიდა. „ხუმარების“ ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგი გერმანული გუნდის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.

ტიდიბო „ბარსელონამ“ ზუსტად ერთი წლის წინ დაიმატა, მაგრამ კატალონურ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა.

მანამდე კი, 20 წლის ფეხბურთელი „ტულუზას“ რიგებში თამაშობდა.

0.113394