ფეხბურთი

21:26 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისი" სეზონში დუბლს უმიზნებს

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონობის გარდა, თასისთვისაც იბრძვის და დღეს მერვედფინალში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გოლი არ გასულა და შესაბამისად, ყველაფერი საპასუხო მატჩში უნდა გადაწყდეს, რომელიც 29 იანვარს გაიმართება.

„აპოელთან“ მიღებული მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა გიორგი ლორია, ისევე როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ნიკა კაჭარავა სათადარიგო სკამზე დარჩა. ქეცბაიამ თამაშის შესაძლებლობა ერთადერთ ჩვენებურს, მურთაზ დაუშვილს მისცა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში ჩინებულად ასპარეზობს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს კომფორტულად ლიდერობს.

0.113026