მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე „ატლეტიკოსთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ერთ მატჩს გამოტოვებს.
Eurosport-ის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელს მინიმალური სასჯელი გამოუტანა. ვალვერდემ ესპანეთის სუპერთასზე დამატებით დროში ალვარო მორატა განზრახ მაშინ წააქცია, როდესაც ესპანელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ იყო.
ამის ხარჯზე მან საკუთარი გუნდი დიდი ალბათობით, მარცხისგან იხსნა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მიღო.
ვალვერდე „რეალს“ ლა ლიგის უახლოეს მატჩში, „სევილიას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.