მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრესკონფერენცია პრაქტიკულად ისე არ ჩაივლის, გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე რომ არ ისაუბროს.
იტალიელი უკვე კარგა ხანია ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას თხოვს. გუშინ კი, იტალიის თასზე „კალიარისთან“ გამარჯვების შემდეგ ამ საკითხს გვერდი ისევ ვერ აუარა.
„სპორტული დირექტორი მართალი იყო. იდეები გვაქვს, ფული - არა. ჩვენ კარგი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამ სიტუაციიდან, რაც მოგებას მოგვიტანს. უნდა ვიპოვოთ იაფი შესაძლებლობები სატრანსფერო ბაზარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნება. სადაც ფულით ვერ მივალთ, უნდა მივიდეთ ინტელექტით და ტვინით“, - თქვა კონტემ.
აქვე გეტყვით, რომ „ინტერი“ დღეს ლეონარდო სპონაცოლას ტრანსფერს დაადასტურებს, რომელიც უკვე მილანში იმყოფება. გარდა ამისა, „ნერაძური“ ძალიან ახლოსაა კრისტიან ერიკსენისა და ოლივიე ჟირუს გადაბირებასთან.