გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
„კლიპერსმა“ შინ „კლივლენდი“ 128:103 მოუგო. ლოს ანჯელესელებმა სამი პერიოდი მოიგეს და მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო. მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. „კლივლენდში“ 25 ქულით სექსტონი გამოირჩა.
„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „ნიუ იორკი“ 128:102 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ვისკონსინელებმა 36:17 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა იანი ადეტოკუმპომ მიითვალა. რანდლეს 25 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა. „მილოუკი“ 36 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
„დალასმა“ გასვლაზე „გოლდენ სტეიტს“ 124:97 აჯობა. ტეხასელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. 21 ქულით პოუველი გამოირჩა. დონჩიჩმა 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
„ატლანტა“ – „ფინიქსი“ 123:110 (28:25, 28:26, 28:32, 39:27)
https://www.youtube.com/watch?v=iyzILV8eet0
„ბრუკლინი“ – „იუტა“ 107:118 (26:30, 19:29, 29:29, 33:30)
https://www.youtube.com/watch?v=VLhS-GG-y-A
„მემფისი“ – „ჰიუსტონი“ 121:110 (32:37, 35:24, 18:22, 36:27)
https://www.youtube.com/watch?v=bFmi2m6hLBo
„მილოუკი“ – „ნიუ იორკი“ 128:102 (29:23, 36:17, 43:36, 20:26)
https://www.youtube.com/watch?v=uxAt2SZQLXE
„გოლდენ სტეიტი“ – „ დალასი“ 97:124 (26:36, 21:29, 24:29, 26:30)
https://www.youtube.com/watch?v=G3atDc1i66Q
„კლიპერსი“ – „კლივლენდი“ 128:03 (31:26, 35:24, 40:21, 22:32)
https://www.youtube.com/watch?v=tTCVsOh-QxY