გიორგი შერმადინი ბოლო მატჩებში ჩვეულად მრისხანე ვეღარაა და მორიგი შეხვედრა ჩააგდო, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე „ნიმბურკის“ წინააღმდეგ. ქართველი ცენტრის გარჯა კი, მის გუნდსაც დაეტყო და „იბეროსტარ ტენერიფემ“ მე-11 ტურში მეორე მარცხი განიცადა - 84:89.
შერმადინმა 26:34 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ და მხოლოდ 6-ს გაუტოლდა.
„იბეროსტარ ტენერიფე“ C ჯგუფს 9 მოგებით და 2 წაგებით სწორედ „ნიმბურკთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში 22 იანვარს, თურქულ „გაზიანთეპსფორს“ ესტუმრება.