ფეხბურთი

2:25 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვალვერდე კიკე სეტიენმა შეცვალა

კატალონიის „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - კიკე სეტიენი. „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა მისი დანიშვნა და ერნესტო ვალვერდეს დათხოვნა ერთდროულად დაადასტურა.

„ბარსა“ მადლობას უხდის ვალვერდეს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს. ესპანელი კატალონურ გრანდს 2017 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ და „ლივერპულთან“ საოცრად წარუმატებელმა გამოსვლამ მისი მუშაობის შეფასებაზე დიდი გავლენა იქონია.

ვალვერდეს მეკვიდრე არც ჩავი იქნება და არც რონალდ კუმანი, არც მასიმილიანო ალეგრი ან მაურსიო პოჩეტინო. „ბარსას“ დღეიდან კიკე სეტიენი დამოძღვრავს. გამოცდილ სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

61 წლის სპეციალისტს აქამდე „რასინგში“, „ლოგრონესში“, „ლუგოში“, „ლას პალმასსა“ და „ბეტისში“ უმუშავია.

0.117369