ფეხბურთი

23:23 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "იდიოტი არ ვარ, ვიცი, რომ მსგავს სიტუაციაში თამაში ძნელია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით, იდიოტი არაა და კარგად იცის, რომ მსგავს ვითარებაში ფეხბურთელი თავის საქმეზე ვერ კონცენტრირდება.

„ხვალ ითამაშებს, შემდეგ შაბათს კიდევ ერთი თამაში იქნება და ალბათ იქაც იტამაშებს. ჩვენ ჩვენს ლიმიტში ვიმყოფებით, მაგრამ ის გვეხმარება. ვთანხმდებით, რომ „ლივერპულთან“ საუკეთესო თამაში არ ჰქონია. თუ მკითხავთ, არის თუ არა საუკეთესო ერიკსენი, გეტყვით, რომ არა. მე არ ვარ იდიოტი, ვიცი, რომ ასეთ სიტუაციაში მოთამაშე მაღალ დონეს ვერ აჩვენებს. არ ვიცი, იანვრის შემდეგ დარჩება თუ არა აქ, მაგრამ ვიცი მისი მომავალი, მაგრამ არ გეტყვით“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის გაფორმებას მილანის „ინტერი“ აქტიურად ცდილობს.

0.111165