ფეხბურთი

22:45 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი აგუერო

„სიტი“ რომ ბირმინგემში გაიმარჯვებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, „ქალაქელებს“ ხომ ისევ სჯერათ, რომ ლიდერი „ლივერპულის“ დაწევას შეძლებენ.

მაგრამ ასეთ ანგარიშს ცოტა თუ ელოდა. ექვსი ერთმანეთზე უკეთესი გოლი, სერხიო აგუეროს ჰეთ თრიქი. მოკლედ, ძალიან იოლი გამარჯვება. ისიც სათქმელია, რომ მანჩესტრელები მეორე პოზიციაზე ათტურიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ და ახლა „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩებიან. აგუეროსთვის კი ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა - ის 177 გოლით პრემიერლიგის ლეგიონერთა შორის საუკეთესო მეგოლე გახდა. ორით გაუსწრო „არსენალის“ ყოფილ ვარსკვლავს, ტიერი ანრის.

ისევ გაიმარჯვა „უოტფორდმა“ და გასავარდნ ზონას დაშორდა. რა გაუკეთა ახალმა მწვრთნელმა, ნაიჯელ პირსონმა თავის ფეხბურთელებს ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი თვალის დახამხამებაში მრისხანე ძალად გადაიქცა. ამჯერად მათი მსხვერპლი „ბორნმუთი“ გახდა - 0:3.

ინგლისი

პრემიერლიგა. 22 ტური. 12 იანვარი

ასტონ ვილა - სიტი 1:6

ბირმინგემი. „ვილა პარკი.“ 41 823

0:1, 0:2 მაჰრეზი (18, 24), 0:3 აგუერო (28), 0:4 ჟეზუსი (45+1), 0:5, 0:6 აგუერო (57, 81), 1:6 ელ-ღაზი (90+1 პენ)

ასტონ ვილა: ნიულანი, კონსა, მინგსი, ჰაუსი, ალ-მუჰამადი, ტეილორი, დუგლას ლუისი (ნაკამბა 65), ჰურიჰეინი (ტრეზეგე 71), დრინქუოთერი (ლენსბერი 79), გრილიში, ელ-ღაზი

მწვრთნელი: დინ სმიტი

სიტი: ედერსონი, სტოუნზი, კანსელუ, მენდი, ფერნანდინიო (ოტამენდი 63), დავიდ სილვა, როდრი (გიუნდოგანი 71), დე ბრუინი (ფოდენი 63), მაჰრეზი, ჟეზუსი, აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ელ-ღაზი (53), გრილიში (80); ფერნანდინიო (50)

ბორნმუთი - უოტფორდი 0:3

0:1 დუკურე (42), 0:2 დინი (65), 0:3 პერეირა (90+3)

0.142926