რუმინეთის 21-წლამდელთა ნაკრების მტავარი მწვრთნელი ადრიან მუტუ გახდა. აღნიშნული ინფორმაცია რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ცნობილმა რუმინელმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაიწყო, როდესაც "ვოლუნტარი" დროებით, ორი თვით ჩაიბარა. შემდეგ მუტუ "ვაჰდას" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა. აღნიშნულ პოზიციებამდე კი ბუქარესტის "დინამოს" პრეზიდენტი და რუმინეთის ნაკრების ტექნიკური დირექოტი იყო.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მუტუს უთამაშია ისეთ გუნდებში როგორებიცაა "პარმა", "ჩელსი", "იუვენტუსი" და "ფიორენტინა". რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში ადრიანმა 77 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.