ჩოგბურთი

20:22 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup-ის ფინალში ესპანეთი სერბეთს დაუპირისპირდება

ATP Cup-ის პირველი ტურნირის ფინალში ერთმანეთს სერბეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ესპანეთმა ავსტრალია დაამარცხა, ხოლო სერბეთმა - რუსეთი.

ორივე ნახევარფინალური შეხვედრა 3:0 დასრულდა. რობერტო ბაუტისტა აგუტმა ნიკ კირიოსს 6:1, 6:4 მოუგო, ხოლო რაფაელ ნადალმა ალექს დე მინაური 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა. დუშან ლაიოვიჩმა კარენ ხაჩანოვს 7:5, 7:6 სძლია, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩმა დანილ მედვედევი 6:1, 5:7, 6:4 დაამარცხა.

ფინალური მატჩები 12 იანვარს გაიმართება. პირველი შეხვედრა ლაიოვიჩსა და ბაუტისტ აგუტს შორის გაიმართება (თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება), ხოლო მეორე შეხვედრაში პირველი ნომრები ჯოკოვიჩი და ნადალი დაუპირისპირდებიან (13:00). ესპანელი და სერბი კარიერაში ერთმანეთს 55-ედ შეხვდებიან. წყვითა შორის ჯოკოვიჩი და ვიქტორ ტროიცკი პაბლო კარენო ბუსტას და რაფაელ ნადალის დუეტს შეხვდებიან (14:30).

0.116174