კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესი გამოაკლდა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, კვირას ურუგვაელ ფორვარდს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება.
სამხრეთ ამერიკელის ქირურგიულ ჩარევას პროფესორი რმაონ კუგატი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ცნობით, სუარესს დაახლოებით 6 კვირის გამოტოვება მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სუარესმა 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.