როდესაც 2009 წელს რედ ბულმა გერმანულ ფეხბურთში შესვლა გადაწყვიტა, მიზნად 8 წლის განმავლობაში ბუნდესლიგაში თამაში დაისახა. ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთი ათწლეულის შემდეგ „რედ ბულ ლაიფციგი“ ბუნდესლიგის ლიდერი იქნებოდა, ყოველშემთხვევაში Kicker-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბუნდესლიგის მოთამაშეებს შორის ჩაატარა.
გუნდი, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა, ახლა უკვე ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონია და 2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი.
„რედ ბულ ლაიფციგის“ ისტორია 2009 წლის მაისში დაიწყო, როდესაც კლუბმა შეიძინა „მარკანშტადტის“ ლიცენზია, პატარა გუნდის, ლაიფციგიდან 30 კმ-ით დაშორებული, რომ მეხუთე დივიზიონში ეთამაშა. ალტერნატივა იყო კიდევ უფრო დაბალ, მერვე დივიზიონში თამაში. ობერლიგაში თამაშისთვის კი საჭირო იყო ახალგაზრდული გუნდის სისტემა, რის გამოც რედ ბულმა „შაჩსენ ლაიფციგი“ შეიძინა, ნაკლებად ცნობილი ქალაქის გუნდი, ვიდრე იგივე „ლოკომოტივი“ იყო. მანამდე რედ ბული ხელსაყრელ პოზიციას სხვა ქალაქებში, მიუნხენში, ჰამბურგსა და დიუსელდორფში ეძებდა, სანამ ხელსაყრელ პირობებს ლაიფციგში აღმოაჩენდა.
ძირითადი სირთულეები ავსტრიულ კომპანიას გუნდის დაარსების დროს იმ მჭიდრო კავშირის გამო შეექმნა, რომელიც გუნდს ბრენდათნ ექნებოდა. სახელის ცვლილება მარტივი ხრიკით მოხდა - RasenBallSport, შემოკლებით RB, რითაც Red Bull-საც იხსენიებენ.
„ლაიფციგის“ პირველი ოფიციალური თამაში 2009 წლის 10 ივლისით თარიღდება. „ლაიფციგის“ ზრდა მოედანზე და მოედანს მიღლა პარალელურად მიმდინარეობდა. გუნდის განვითარება რალფ რანგნიკის სახელსაც უკავშირდება. „შალკესა“ და „ჰოფენჰაიმის“ ყოფილმა მწვრთნელმა „ლაიფიცგს“ ხელი ჯერ კიდევ რეგინალიგაში, მეოთხე დივიზიონში მოჰკიდა და გამარჯვებას პირველივე წელს მიაღწია. მესამე მცდელობაზე „ლაიფციგი“ მესამე დივიზიონში აღზევდა. ამის შემდეგ გუნდის შემადგენლობა იუსუფ პოულსენის, რომელიც დღესაც გუნდის ღირსებას იცავს, ჯოშუა კიმიხისა და დიეგო დემეს ტრანსფერით გაძლიერდა. შედეგი არნახული იყო - გუნდი პირველივე მცდელობაზე დივიზიონით დაწინაურდა. 2016 წელს კი, „ლაიფციგმა“ ფორსბერგი, ზაბიცერი და კლოსტერმანი შეიძინა, ისევე, როგორც რებიჩი, რანი ხედირა, ზელკე, ჰალსტენბერგი, გულაში და ორბანი. ხსენებულ ფეხბურთელთა უმეტესობა დღესაც „ლაიფციგის“ წევრია.
ბუნდესლიგაში ჩატარებულ სამ სეზონში საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი გამოდგა, რომელსაც სადებიუო სეზონში მიაღწია. დებიუტანტებს შორის უკეთესი შედეგი მხოლოდ „კაიზერსლაუტერნს“ ჰქონია, რომელმაც 1998 წელს „ვერცხლის სინი“ აღზევებიდან პირველივე წელს მოიგო. მომდევნო ორ სეზონში „ლაიფციგი“ ჯერ მეექვსე და შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. ახლა კი, პირველი წრის შემდეგ ყველაზე წინაა და ზამთრის ჩემპიონი გახდა.
გუნდმა მთავარი მწვრთნელი პოსტზე იულიან ნაგელსმანის მოსვლით გარდატეხა განიცადა, რომელმაც რალფ ჰასენჰუტლი შეცვალა. ამ ცვლილების მიუხედავად, შემადგენლობაში და მენეჯმენტში დიდი ცვლილებები არასდროს მომხდარა და სწორედ ეს არის „ლაიფციგის“ მთავარი ძალა, რამაც საწყის ათწლეულში საოცარ შედეგებამდე მიიყვანა.