კალათბურთი

13:46 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კერიმ კარის და ტომპსონის შესახებ ისაუბრა

"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ სტეფ კარის და კლეი ტომპსონის შესახებ ისაუბრა. კერიმ აღნიშნა, რომ კარი პარკეტს მარტში დაუბრუნდება, ხოლო ტომპსონის დაბრუნება ამ სეზონში თითქმის გამორიცხულიაო.

"დიდი ალბათობით, სტეფ კარი პარკეტს მარტში დაუბრუნდება, აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობას და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, არის შენსი, რომ მას სეზონის ბოლო თამაში შეეძლოს, მაგრამ არამგონია რისკად ღირდეს"- განაცხადა კერიმ.

შეგახსენებთ, რომ სტეფ კარიმ ოქტომბერში ხელი მოიტეხა, ხოლო ტომპსონმა გასული სეზონი სუპერფინალში მყესი გაიწყვიტა.

0.12957