ახლო წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ფაბრიციო მიკოლის მაფიის დაჯგუფებასთან კავშირების გამო 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი პალერმოს სასამართლომ გამოიტანა.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მიკოლის ბრალი ედება მაურო ლაურიჩელასთან კავშირი, რომელსაც 20 ათასი ევროს ოდენობის ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. მაურომ კი, ეს ძალადობის ხარჯზე გააკეთა. თავად ლაურიჩელას მაფიის მეთოდებით თანხის გამოძალვისთვის 7-წლიანი პატიმრობა გასულ ზაფხულს შეუფარდეს.
მიკოლის „კაზარანოს“, „ტერნანას“, „პერუჯას“, „იუვენტუსის“, „ფიორენტინას“, „ბენფიკას“, „პალერმოს“, „ლეჩესა“ და „ბირკიკარას“ რიგებში უთამაშია. სერია A-ში გამოცდილმა თავდამსხმელმა 119 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 5 თამაშში 2 გოლი გაუტანია.