ფეხბურთი

21:48 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ლიდერის, ჰარი კეინის ტრავმა სერიოზული გამოდგა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი საოპერაციოა და მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს.

„ბოლო კვირაში ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა სიტუაცია შეაფასა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჰარი კეინს მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება, „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში მიღებული დაზიანების გამო. ფეხბურთელი ვარჯიშს აპრილში დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კეინისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულდა, რადგან აპრილში ვარჯიშის დაწყება იმის მანიშნებელია, რომ თამაშს ოდენ მაისში თუ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაშში 17 გოლის გატანა შეძლო. ჟოზე მოურინიოს გუნდს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს. ბოლო ცნობებით, ლონდონში კეინის ჩანაცვლებას „მილანის“ თავდამსხმელით, კშიშტოფ პიონტეკით გეგმავენ.

0.106178