12 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით ბუდაპეშტი წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი D ჯგუფში იმყოფება სადაც მისი მეტოქეები იტალიის, საფრანგეთის და საბერძნეთის ნაკრებები იქნებიან.
რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 14 იანვარს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2012 წელს იასპარეზა და ამავე წელს საუკეთესო შედეგი მე-12 ადგილი დააფიქსირა.