რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვი ჯანო ანანიძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს და თურქულ „დენიზლისფორში“ გადასვლის პირობები გააჟღერა.
„ჯანოს იჯარა შესაძლოა სწრაფად არ შედგეს - თურქები სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ, თუმცა ქართველის შემთხვევაში მათთვის პირობები ძალიან მიმზიდველია, რადგან ხელფასის 60%-ს „სპარტაკი“ გადაიხდის. ჯანო ელოდება, თურქები - ფიქრობენ.
„სპარტაკის“ შანსია ის, რომ ანანიძე გაზაფხულზე თავს გამოიჩენს და მისი გამოსყიდვის სურვილი გაუჩნდებათ უფრო დაბალი ხელფასით, ხოლო ფეხბურთელისთვის რაც მთავარია, გრძელვადიანი კონტრაქტით“, - წერს ეგოროვი ტელეგრამში.
შეგახსენებთ, ანანიძეს აქამდე რუსეთის გარდა არსად უთამაშია („სპარტაკი“, „როსტოვი“ და „კრილია სოვეტოვი“). „სახალხო გუნდთან“ კი კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. თუმცა, მოსკოვში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა.