"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე G ლიგაში გაუშვა. გოგამ "მეთ ენდში" ითამაშა, რომელიც "ვისკონსინთან" 115:121 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 38 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 14 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და სამი დაფარება მიითვალა. გოგამ 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
"ინდიანამ" გოგა G ლიგაში მეორედ გაუშვა და ორივეჯერ ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა.