ფეხბურთი

0:32 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია (+VIDEO)

ინგლისური „ლივერპულის“ სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მანეს აღნიშნული პატივი კარიერაში პირველად ერგო.

სადიომ თანაგუნდელი მოჰამედ სალაჰი და „მანჩესტერ სიტის“ შემტევი რიად მაჰრეზი დაჯაბნა. მანეს 2019 წელი მართლაც დიდებული ჰქონდა - 63 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, სამი ტიტული მოიგო.

აფრიკაში საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, 2019 წლის სიმბოლური ნაკრებიც გამოავლინეს, რომელიც ასეთია:

მეკარე: ანდრე ონანა (კამერუნი)

მცველები: სერჟ ორიე (კოტ დივუარი), ჟოელ მატიპი (კამერუნი), კალიდუ კულიბალი (სენეგალი), აჩრაფ ჰაკიმი (მაროკო)

ნახევარმცველები: იდრისა გეიე (სენეგალი), რიად მაჰრეზი (ალჟირი), ჰაკიმ ზიეჩი (მაროკო)

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (მაროკო), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), სადიო მანე (სენეგალი)

0.12943