ლევან შენგელიამ 2020 წლის პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. თუმცა არა თურქეთის სუპერლიგის ეგიდით, არამედ ამხანაგურ შეხვედრაში.
„ქონიასფორი“ მოსამზადებელ ეტაპს გადის და სპარინგშეხვედრა ქვედალიგელ „ალტინორდუსთან“ გამართა, რომელიც 2:1 დაამარცხა. ლევანმა მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა და მოედანზე შესვენებამდე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, შენგელიას მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არ გაუტანია. ერთხელ ავტოგოლი მიითვალა, ერთხელაც წითელი ბარათი მიიღო. მისი გუნდი კი, პირველი წრის შემდეგ გასავარდნი ზონის ზღავრზეა.